ჩვენს შესახებ

WD სტუდია წარმოადგენს Out Source ტიპის კომპანიას რომელიც ორიენტირებულია მუდმივად მაღალი დონის სერვისი წარადგინოს ქართულ და უცხოურ ბაზარზე

კომპანია დაარსდა 2007 წელს და განვითარების ეტაპები განვლო თავის მომხმარებლებთან ერთად.

2007 წლიდან სტუდია ორიენტირებულია საქართველოში ბიზნესის დახვეწასა და განვითარებაზე.

დაარსების დღიდან სტუდია მყარად ინარჩუნებს თავის პრინციპებს: პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას, საქმის ერთგულებას და მომხმარებლის დაკმაყოფილების სურვილს.ეს ყოველივე, კი მომხმარებლის ნდობის მოპოვების, რეპუტაციის და იმიჯის ამაღლების საწინდარია.

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის WD სტუდია თანამშრომლობს უამრავ კომპანიასა და კერძო პირთან, შესაბამისად ემსახურება მათ ბიზნესის ავტომატიზაციასა და ცნობადობის მიმართლებით ტექნოლოგიების გამოყენებით.

გარდა იმისა, რომ ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თანამშრომლებისგან, სტუდია ზრუნავს ქვეყანაში კომპიუტერული მომსახურეობის სფეროს შესწავლასა და განვითარებაზე და ატარებს ტრენინგებს დაინტერესებული პირებისათვის.

სამომავლო გეგმები:


Web Developer-ი ცდილობს რაც შეიძლება ხარისხიანად აუწყოს ფეხი მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს,შესაბამისად ორიენტირებულია დასახოს ისეთი სამომავლო გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

Web Developer-ს გადაწყვეტილი აქვს დააარსოს სპეციალური სკოლა, სადაც მოხდება კომპიუტერული მომსახურეობის სფეროს სრულყოფილი, საფუძვლიანი და ხარისხიანი შესწავლა.

სტუდიას სურს თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალი პროგრამების შექმნას, დახვეწას და განვითარებას ქართულ ინტერნეტ ბაზარზე.

Web Developer-ს მიზნად აქვს დასახული განავითაროს თავისი სტუდია, გაზარდოს მისი მასშტაბები და მომსახურეობის არეალი.

სტუდია გეგმავს გააგრძელოს ქველმოქმედების კუთხით არჩეული გზა და ინტერნეტ სივრცის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია საქართველოს ლამაზი კუთხეების ისტორიის შესახებ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ნომრები